|
2017-09-16 10:53:40, 2388 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა ტურიზმის სტრატეგიის შექმნაში
მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის 25 წლის აღსანიშნავ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სფეროში მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის საკითხებზე. „მადლობას გიხდით რეგიონალური განვითარების პროექტების მხარდაჭერისთვის, რომელმაც მნიშვნელოვანი ბიძი მისცა ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებას, ჩვენს რეგიონებში ტურისტების გააქტიურებას. მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შემუშავების ნაწილშიც. წელს 7.2 მილიონ საერთაშორისო ტურისტს ველოდებით, დარწმუნებული ვარ, რომ ავალთ 11 მილიონ ტურისტზე, როგორც ეს სტრატეგიაში გვიწერია", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ფორუმზე, ასევე, მოხსენება გააკეთა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, სირილ მიულერმა. ფორუმის მონაწილეების წინაშე გამოვიდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი მერსი ტემბონი, ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)