|
2015-04-28 17:14:33, 514 ნახვა
საზოგადოება
საქართველო გაერო-ს გლობალურ კამპანიას − „N მე მივეკუთვნები“ შეუერთდა
საქართველო გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კამპანიას შეუერთდა, რომელიც მოქალაქეობის არქონის პრობლემის გადასაჭრელად ხორციელდება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონულმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) სიმონე ვოლკენმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს და კამპანია გახსნილად გამოაცხადეს. კამპანიის ფარგლებში საქართველო გაერო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ყველას ჰქონდეს მოქალაქეობა და საბოლოოდ აღმოიფხვრას ის მდგომარეობა, როდესაც უსაბუთო პირები არცერთ ქვეყანას არ მიეკუთვნებიან. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელთაც საქართველოს მთავრობა მოქალაქეობის არმქონეობის პრობლემას უპირისპირებს. „გასულ წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ქართულ კანონმდებლობაში სრულად აისახა საერთაშორისო სტანდარტები და პრინციპები ქვეყანაში მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის მაქსიმალურად შემცირების მიზნით. მომზადდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესი; მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოქალაქეობის არმქონეობის სფეროს მოწესრიგების მიზნით შესაბამის რეკომენდაციებსა და საკანონმდებლო წინადადებებს შეიმუშავებს. თეა წულუკიანმა საქართველოს მიერ ამ კუთხით მიღწეულ კონკრეტულ შედეგებზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2011-2015 წლებში მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობა 1958-დან 776-მდე შემცირდა. „თუმცა, ცხადია, ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი... ამ გლობალურ კამპანიასთან მიერთებით ჩვენ გვსურს, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ მოქალაქეობის არქონა არ არის ამ პირების პრობლემა, არამედ − თითოეული ჩვენგანის გამოწვევა, და საქართველოს მთავრობა მიეკუთვნება მათ რიგებს, ვინც ყველაფერს გააკეთებს დასახული გლობალური მიზნის მისაღწევად ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. მოქალაქეობის არმქონეობასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონულმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში: „მოგიწოდებთ ყველას, ვინც იცის, თუ რას ნიშნავს, იყო მოქალაქეობის არმქონე, და მათ, ვისაც ახლა უკვე აქვს მოქალაქეობა, ვიზრუნოთ იმ ადამიანების ცნობიერების ასამაღლებლად, ვინც ამჟამად მოქალაქეობის გარეშეა დარჩენილი. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია და ყველას შეუძლია სრულად ისარგებლოს საკუთარი უფლებებით... საქართველოს მთავრობა, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი და მისი პარტნიორები ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად“, - განაცხადა სიმონე ვოლკენმა. გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კამპანიის − „N მე მივეკუთვნები“ − მიზანი მოქალაქეობის არმქონეობის პრობლემასთან საერთაშორისო დამოკიდებულების შეცვლა და მოქალაქეობის არმქონეობის პრობლემის გადაჭრაა. მოქალაქეობის არქონა უკიდურესი სამართლებრივი ჩიხია მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე დარჩენილი მილიონობით უსაბუთო ადამიანისთვის. ამჟამად მსოფლიოში მოქალაქეობის არმქონე, სულ მცირე, ათი მილიონი ადამიანია.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)