16:00 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 14:49:34, 2192 ნახვა

მსოფლიო
ტერეზა მეი ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით კობრას სხდომას გამართავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი საგანგებო სიტუაციების სხდომის გამართვას (კობრა) აპირებს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, კობრა დღეს პრემიერს ხელმძღვანელობით ჩატარდება.

ამასთან, ტერეზა მეიმ ტერორისტული აქტი დაგმო და აღნიშნა, რომ მისი ფიქრები დაშავებულებთანაა.

"ჩემი ფიქრები ახლა ყველა იმ ადამიანთან არის ვინც მეტროსადგურ "პარსონ გრინზე" დაშავდა. ასევე იმ სამსახურებთან, რომლებიც ადგილზე უშიშრად მუშაობენ", - განაცხადა ტერეზა მეიმ. 

შეგახსენებთ, რომ ლონდონის მეტროსადგურ "პარსონ გრინზე" აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სადგურზე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული სათლი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავა, ზოგ მათგანს სახის სხვადასხვა დაწვრობა აქვს მიღებული. ადგილზე სამართალდამცველები, მეხანზრე-მაშველები და ექიმები მუშაობენ. გადაკეტილია როგორც სადგური ასევე მიმდებარე ტერიტორია. უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცველებმა სარკინიგზო 2 ხაზი გადაკეტეს. მომხდარი აფეთქება ტერორისტულ აქტად განიხილება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics