|
2017-09-15 12:35:25, 2094 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, სირილ მიულერს და მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერსა და მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლის შედეგები, საქართველოში მიმდინარე და დაგეგგმილი რეფორმები, მსოფლიო ბანკის ჯგუფის სტრატეგია 2018-2021 წლებისთვის და პროექტების მიმდინარეობის საკითხები. მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მსოფლიო ბანკთან ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იმყოფება. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მთავრობის რეფორმების მხარდაჭერისთვის. მისი განცხადებით, უმნიშვნელოვანესია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საქართველოსთვის პრიორიტეტულ არაერთ სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესზე, მათ შორის, კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო რეფორმებზე, ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე. მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან 25-წლიან წარმატებულ თანამშრომლობაზე და საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)