|
2017-09-15 12:07:26, 2193 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ლარის კურსს ვერ ვპროგნოზირებ - ის მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული
ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის კურსზე პროგნოზირებისგან თავს იკავებს. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ საგადასახდელო ბალანსი 700 მილიონ დოლარამდეა გაუმჯობესებული. "ფულადი ჩარიცხვები ქვეყანაში წინა წელთან შედარებით შემოსულია მეტი. ექსპორტიდან ამონაგები არის შემოსული მეტი და ასევე, ტურიზმიდან ამონაგები არის შემოსული მეტი. ჯამურად, ეს არის 700 მილიონი დოლარი და შესაბამისად, მე არ ვპროგნოზირებ, ვერ ვპროგნოზირებ ვერაფერს. ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი, რომელიც დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდებაზე. ხანდახან შეიძლება გვქონდეს ცოტა მეტი მოთხოვნა, ცოტა მეტი მიწოდება, თუმცა ეს არის ბაზრის ქცევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის განკარგვადი შემოსავალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ, არ შემცირდეს, რისთვისაც არის დაწყებული ლარიზაციის პროგრამა და ლარიზაციის პროგრამაში თვითონ მოსახლეობის სესხები კომერციულ ბანკებში ლარით არის გაზრდილი 43%-დან 53%-მდე ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამავდროულად, მნიშვნელოვანი იქნება ინფლაციური მოლოდინები, რომელშიც ჩვენ აგვისტოში საკმაოდ კარგი ტრენდი გვქონდა, 5,7%-მდე დავედით“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)