13:29 - 21 May, 2026
|
2017-09-14 15:32:57, 1107 ნახვა
სხვადასხვა
ელტონ ჯონი: ძალიან ვწუხვარ საქართველოში კონცერტების გადადების გამო, მაგრამ შეგხვდებით ძალიან მალე
ძალიან ვწუხვარ საქართველოში დაგეგმილი კონცერტების გადადების გამო, - ამის შესახებ მომღერალმა და კომპოზიტორმა ელტონ ჯონმა განაცხადა. ინფორმაციას Marshall Arts ავრცელებს. როგორც მომღერალმა განაცხადა, ის საქართველოში ჩასვლას მოუთმენლად ელოდება. "დეივის არ შეუძლია სცენაზე გამოსვლა, მაგრამ ის მალე დაგვიბრუნდება. ჩვენ გადავდეთ კონცერტები შემდეგი წლისთვის და ძალიან ველოდები საქართველოში ჩასვლას. ასე რომ, შეგხვდებით ძალიან მალე!“ - განაცხადა ელტონ ჯონი. შეგახსენებთ, რომ ელტონ ჯონის კონცერტი, რომელიც 16-17 სექტმბერს, Black Sea Arenaზე იყო დაგეგმილი, ერთი წლით გადაიდო. კონცერტი 2018 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს ცატარდება. კონცერტის გადადების მიზეზი გიტარისტისა და ტურის მუსიკალური დირექტორის, დეივი ჯონსთოუნის ოპერაცია გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)