|
2017-09-14 14:34:55, 13237 ნახვა
High - Tech
IPhone X - მონაცემები, ცვლილებები და ფასი საქართველოში
12 სექტემბერს კალიფორნიაში, კომპანია Apple-ის სათაო ოფისში, სტივ ჯობსის სახელობის დარბაზში კომპანიის ყოველწლიური და ყველაზე საინტერესო პრეზენტაცია შედგა. Apple-ი ჩვენს წინაშე 4 სიახლით: საათით, ახალი Apple TV-თ, IPhone 8, 8+ და ყველაზე მნიშვნელოვანი - IPhone X-ით წარსდგა. ყველა სიახლის შესახებ არ დავწრილმენდებით, რადგანაც ინფორმაცია ისედაც ბევრია და ყველაზე სასურველ სიახლეზე - IPhone X-ზე გადავალთ. რას ნიშნავს X ? - X (იქსი) არ ნიშნავს მათემატიკურ ამოსახნობ სიმბოლოს. X - ძველი ბერძნული 10-იანია. საქმე იმაშია, რომ ზუსტად 10 წლის წინ კომპანიის სულისჩამდგმელმა სტივ ჯობსმა საზოგადოებას პირველი აიფონი წარუდგინა. რა იცვლება ახალ აიფონში ძველთან შედარებით? - ციფრები ციფრებად დარჩება. მეგაბაიტების, პიქსელების, ჯოულების და მილიამპერების მუდმივ მატებას ვერავინ გადაურჩება, მაგრამ მოდით ყურადღება უფრო თვალსაჩინო სიახლეებზე გადავიტანოთ : შეიცვალა ეკრანის ფორმა, ზომა 5,8 ინჩი გახდა. ასევე, შეიცვალა მისი ტიპი - ის ახლა OLED ტიპისაა. აღსანიშნავია, რომ ამ ეკრანების მწარმოებელი კორეული კომპანია "სამსუნგია". აგრეთვე "აიფონის" ახალ დისპლეის "ეფლის" საფირმო True Tone ფუნქცია ექნება, რომელიც ფერთა ტემპერატურას იმ გარემოს შეუსაბამებს, რომელშიც ის იმყოფება. ახალი სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება 3 მეგებაიტს შეადგენს, ხოლო შიდა მეხსიერება 128/256 გბ-მდე გაიზარდა. "ეფლი" ტრადიციებს არ ღალატობს და მეხსიერების ბარათის ადგილს სმარტფონში კვლავინდებურად "ვერ ხედავს", რაც გაზრდილი შიდა მეხსიერების გათვალისწინებით არც ისეთი ტრაგიკული ფაქტია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ ახალ აიფონებს (8, 8+ და X) უკაბელო დატენვის ფუნქცია ექნებათ. Face ID, Touch ID-ს ნაცვლად. Face ID კომპანიის 2017 წლის "სიამაყეა". კუპერტინოში ამ ფუნქციის რეალიზებაზე თანამშრომლების მთელი დეპარტამენტი 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. ახალი ფუნქციის მეშვეობით "აიფონი" საკუთარ მფლობელს "სახეზე იცნობს" და ბლოკს მხოლოდ ამის შემდეგ მოხსნის. ადვილია ვივარაუდოთ, რომ ღილაკს Home კომპანია წარსულში დატოვებს. უმნიშვნელოვანესი სიახლეები და ტრანსფორმაციები კამერასაც შეეხო : ახლა ის ერთმნიშვნელოვნად ორლინზიანია. ორივე ლინზას 12-12 მეგაპიქსელი აქვს, შეიცვალა სენსორი, ის ახლა სურათებს ბევრად უფრო სწრაფად ამუშავებს. კამერას ახალი ფუნქცია "რეალურ დროში საპორტრეტო დამუშავება" შეემატა. ფასი : IPhone X (128გბ) აშშ-ში 999$ ეღირება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში "ეფლის" ოფიციალური მაღაზია (Apple Store) ჯერჯერობით არ არსებობს, პროდუქტის ფასს შესაბამისი ლიცენზიის მქონე შემომტანი კომპანიები ადგენენ. შეგახსენებთ, რომ IPhone X კომპანიის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონია. მისი დაახლოებითი ფასი ქართულ მაღაზიებში 4300-4500 ლარი იქნება.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)