|
2017-09-13 17:54:23, 2346 ნახვა
ეკონომიკა
ამერიკული დელეგაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს სწავლობს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 12-დან 18 სექტემბრის ჩათვლით, ამერიკელი ინვესტორები, კერძოდ, საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ. მასაჩუსეტის შტატის ქ. ბოსტონიდან ჩამოსული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტის 20 წლიანი გამოცდილების სპეციალისტი და მასაჩუსეტის შტატის საპატიო კონსულობის კანდიდატი ჯარეთ გატრი (Jarred Guthrie), ასევე საერთაშორისო კომერციული საბანკო და ტელეკომუნიკაციების სფეროში 30 წლიანი მენეჯმენტის გამოცდილების მქონე ჯიმ ბულიონი (Jim Bullion), ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების სპეციალისტი ჯოზეფ ჰაინსი (Joseph Haynes) და ფინანსური სერვისების ინდუსტრიის, მარკეტინგისა და ინვესტიციების სფეროში დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტი ჯეფრი ლეკლერი (Jeffrey LeClair). დელეგაციას თან ახლავს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დესპანი გიორგი ციკოლია. საჯარო სექტორის გარდა, დელეგაციის წევრები ასევე შეხვედრებს გამართავენ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ენერგეტიკის, საბანკო, საინვესტიციო, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სატრანზიტო ლოგისტიკის სფეროების მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და განვითარება. აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს ერთგვარ მოდერატორს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)