|
2017-09-13 02:20:32, 7957 ნახვა
High - Tech
Apple-მა iPhone-ის სამი ახალი ვერსია წარადგინა (ვიდეო)
Apple-მა iPhone-ის სამი ახალი ვერსია წარადგინა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პრემიუმ ვერსია iPhone X-ს სახელით იქნება ცნობილი. საიუბილეო iPhone გაყიდვაში 3 ნოემბრიდან შევა. როგორც სმარტფონის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, IPhone X- ის პრემიუმ ვერსიის კორპუსი მინისგან არის დამზადებული. ახალ „სმარტფონს“ უფრო ძლიერი, A11 პროცესორი და 5.8 დიუმიანი ეკრანი აქვს, რომლის გადაღებაც 1125 პიქსელით 2436-ს შეადგენს. მას 12 მეგაპიქსელიანი კამერა და ორმაგი ოპტიკური სტაბილიზაცია აქვს. iPhone- ის ახალ მოდელს თითის ანაბეჭდის სკანერიც აქვს, როგორც ეს ძველ მოდელებზე იყო. გარდა ამისა, ახალ "სმარტფონს" აქვს სახის სკანერიც, რომლის მეშვეობით მფლობელი ტელეფონს ბლოკს მოხსნის. ტელეფონს არ აქვს Home ღილაკი, კერძოდ კი, ის ძველი მოდელებისგან განსხვავებით სენსორულია. iPhone X-ს, უკაბელო დატენვის ფუნქციაც აქვს. მისი ღირებულება აშშ-ში 999 დოლარიდან დაიწყება.წინასწარი შეკვეთა 27 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება დანარჩენ ორ მოდელს Appl-მა iPhone 8 და iPhone 8 Plus წარადგინა. ორივე ახალი მოდელი ასევე მინის კორპუსისგან შედგება. ეკრანის დიაგონალი 4.7 ინჩი იქნება. IPhone 8- ის ღირებულება 699 აშშ დოლარი იქნება, რომლის მოდელი 64 გბ-ს შეადგენს. Plus-ის ვერსია $ 799 ეღირება. iPhone 8 წარმოდგენილი იქნება სამ ფერში - შავი, რუხი და ოქროსფერი.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)