|
2017-09-12 09:27:40, 2375 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა, რომელიც გლობალურ გამოწვევებზე სტრატეგიული პოლიტიკური გადაწყვეტილებების ბორის მინცის ინსტიტუტის და თელ-ავივის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციის სახელწოდება „მცირე გარდამავალი ეკონომიკები: ლოკალური პასუხები გლობალურ გამოწვევებზე" იყო. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკური ვითარება, მიმდინარე და დაგეგმილი სამთავრობო რეფორმები და ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული გადაწყვეტილებები გააცნო. მოხსენებამ აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია. მოხსენების შემდეგ, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი ჰანს ტიმერი, ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი, მონტენეგროს ყოფილი პრემიერ-მინისტრი იგორ ლუკშიჩი, ბულგარეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი სიმეონ ჯანკოვი, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია და სხვა საპატიო სტუმრები. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)