|
2017-09-12 07:10:02, 2363 ნახვა
ეკონომიკა
სასწავლო ცენტრი „თეგეტა აკადემია“ მიღებას აცხადებს
“თეგეტა აკადემია” კანდიდატთა მომზადების მიზნით აცხადებს მიღებას გაყიდვების კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციაზე. თუ გსურთ დაიწყოთ კარიერა საავტომობილო სფეროში, ხართ მონდომებული, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანი, გეძლევათ შანსი ისწავლოთ „თეგეტა აკადემიაში“ და მიიღოთ გარანტირებული სამსახური კომპანია „თეგეტა მოტორსის“. „თეგეტა აკადემია“ ფუნქციონირებს 2013 წლიდან და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა, აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. სასწავლო ცენტრის, “თეგეტა აკადემია“-ს მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყანაში, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ავტომომსახურების სფეროში და მათი შემდგომი დასაქმება. “თეგეტა აკადემიის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმიანობას წარმოადგენს არსებულ თანამშრომელთათვის კვალიფიკაციის ასამაღლება, როგორც ადგილობრივი რესურსით, ასევე საერთაშორისო პარტნიორების ტრენერების მონაწილეობით, როგორებიც გახლავთ ბოში, მოტული, პორშე, ტოიოტა და სხვა მსოფლიო წამყვანი ბრენდები. „თეგეტა აკადემია“ აქტიურად თანამშრომლობს წამყვან უნივერსიტეტებსა და პროფესიულ კოლეჯებთან, ატარებს როგორც სტუდენტურ სემინარებსა და ტრენინგებს, ასევე ახორციელებს საწარმოო პრაქტიკას კოლეჯის სტუდენტებისთვის. მიმდინარე წელს „თეგეტა აკადემია“-მ გახსნა კიდევ ერთი ფილიალი, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)