|
2017-09-09 06:51:44, 2631 ნახვა
მსოფლიო
„ჰარვის“ შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად, აშშ-ის ბიუჯეტიდან 15 მილიარდი დოლარი გამოიყოფა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანონპროექტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც ქარიშხალ "ჰარვის" შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ბიუჯეტიდან 15 მილიარდი დოლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად გამოყოფილი თანხა სტიქიის შედეგად განადგურებულ ინფრასტრუქტურას, უსაფრთხოების გაუმჯობესებას და შესაბამისი უწყებების მუშაობის გაუმჯობესებას მოხმარდება. ცნობისთვის, ქარიშხალი "ჰარვი" აშშ-ის 26 აგვისტოს დაატყდა თავს. "ჰარვის" გამო დაღუპულთა რიცხვმა 70-ს მიაღწია. ცნობილმა ადამიანებმა დაზარალებულების დასახმარებლად სპეციალური კამპანია წამოიწყეს. დაზარალებულების ანგარიშზე Hollywood-ის მსახიობებმა ათასობით დოლარი ჩარიცხეს. მაგალითად მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიომ დაზარალებულთა დასახმარებლად მილიონი დოლარი გადარიცხა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)