02:48 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-09 05:18:21, 1086 ნახვა

რეგიონი
ართანას ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ართანას ტყეში მეხანძრე-მაშველები მუშაობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო 3 დღის განმავლობაში უამინდობის გამო, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გართულდა, ასევე ტერიტორიაზე დაკვამლიანება შეინიშნებოდა, თუმცა ცეცხლის ახალი კერები არ გაჩენილა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე ცოცხალი ძალაა მობილიზებული.

მათივე თქმით, ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენების ჩართვის აუცილებლობა არ არსებობს.

„თუ ამის საჭიროება იქნება, სამუშაოებში საჰაერო ტექნიკაც ჩაერთვება“, - აცხადებენ სააგენტოში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics