14:42 - 23 May, 2026
|
2017-09-09 04:38:52, 2524 ნახვა
მსოფლიო
მექსიკაში სამდღიანი საყოველთაო გლოვა გამოცხადდა
მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ ქვეყანაში გუშინ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა, - ამის შესახებ Al Jazeera იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა. მიწისძვრა 8.1 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. მიდიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტრეს პიკოსიდან სამხრეთ-დასავლეთით, 119 კილომეტრში, 33 კილომეტრის სიღრმეში იყო. სტიქია ადგილობრივი დროით, 04.49 საათზე. ადგილობრივი მედია წერს, რომ მიწისძვრის გამო მექსიკის რამდენიმე შტატში სკოლები დაიხურება. პრეზიდენტის თქმით, მიწისძვრის შედეგად ზარალი 50 მილიონ ადამიანს მიადგა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ ისევ გაიზრდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)