14:42 - 23 May, 2026
|
2017-09-09 04:36:41, 2456 ნახვა
მსოფლიო
კიევში აფეთქების ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო
კიევში ავტომობილის აფეთქების საქმეზე გამოძიება საზოგადოებისთვის სახიფათო საშუალებით განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა არიომ შევჩენკომ განაცხადა. ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, მას შემდეგ რაც სამართალდამცველები დაასრულებენ მუშაობას და პირველადი მონაცემების ანალიზს, საქმეს შესაძლოა ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭოს. შეგახსენებთ, რომ აფეთქება კიევის ცენტრში გუშინ მოხდა, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი, ზედმეტ სახელად "ზონა" დაიღუპა. მასთან ერთად ავტომობილში მისი მეუღლე და შვილი იმყოფებოდნენ. მეუღლის მდგომარეობა კრიტიკულია და მას ფეხის ამპუტაცია ემუქრება. რაც შეეხება ბავშვს, იგი უვნებელია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)