|
2017-09-09 03:22:07, 3017 ნახვა
მსოფლიო
უკრაინული მედია: კიევში დაღუპული თემურ მახაური საქართველოს ყოფილი შს მინისტრის მოადგილის მეგობარი იყო
კიევში ავტომობილის აფეთქების დროს დაღუპული თემურ მახაური, საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მეგობარი იყო, - ამის შესახებ გამოცემა „ცენზორის“ მთავარი რედაქტორი იური ბუტუსოვი თავის სტატიაში წერს. გამოცემის ინფორმაციით, თემურ მახაური ქართული სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო და ხელისუფლების დავალებებს ასრულებდა. სტატიის ავტორი წერს, რომ მახაური თურქეთში მცხოვრები ჩეჩნური თემის საქმეებში აქტიურად იყო ჩართული და რუსეთის აგენტურის შესახებ ინფორმაციას ფლობდა. სწორედ ამიტომ, რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ხელისშემშლელი ფიგურა იყო. მედია საშუალების ცნობით, რუსულმა სპეცსამსახურებმა მახაური 2012 წელს გაწირეს. ავტორის თქმით, ოდესის პოლიციის უფროსად გიორგი ლორთქიფანიძის დანიშვნის შემდეგ მახაური უკრაინაში ჩავიდა, რადგან საქართველოში უსაფრთხოდ აღარ იყო. შეგახსენებთ, რომ გუშინ კიევის ცენტრში ავტომობილის აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი, იგივე ალი ტიმაევი ზედმეტ სახელად "ზონა" დაიღუპა. ინციდენტის შედეგად მძიმედ დაშავდა მახაურის მეუღლე. ის კრიტიკულ მდგომარეობაში რეანიმაციაშია გადაყვანილი. ავტომობილში მახაურის შვილიც იყო, თუმცა ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)