|
2017-09-08 07:43:41, 2326 ნახვა
მსოფლიო
მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა
მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მიწისძვრა 6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. მიდიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტრეს პიკოსიდან სამხრეთ-დასავლეთით, 119 კილომეტრში, 33 კილომეტრის სიღრმეში იყო. სტიქია ადგილობრივი დროით, 04.49 საათზე მოხდა. რამდენიმე საათში განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრე 5,7 მაგნიტუდა იყო. აღსანიშნავია, რომ სეისმოლოგები ცუნამის წარმოქმნას არ გამორიცხავენ. მათივე თქმით, წყნარი ოკეანის მთელ რეგიონში მოსალოდნელია 30 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდე ტალღები. ადგილობრივი მედია წერს, რომ მიწისძვრის გამო მექსიკის რამდენიმე შტატში სკოლები დაიხურება. სტიქიას ქვეყნის პრეზიდენტი ენრიკო პენა ნიეტო გამოეხმაურა. მისი თქმით, მიწისძვრის შედეგად ზარალი 50 მილიონ ადამიანს მიადგა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ ისევ გაიზრდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)