|
2017-09-08 05:06:22, 2318 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მსჯავრდებულის ადვოკატები და ოჯახის წევრები გამოკითხვაზე დაიბარა
პროკურატურამ მოწმის მოსყიდვისა და მუქარის შესაძლო ფაქტზე ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მსჯავრდებულის ადვოკატები და ოჯახის წევრები გამოკითხვის მიზნით დაიბარა. როგოროც "ექსპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულები არიან ე.წ ,,კორტების სპეცოპერაციის'' საქმეზე მსჯავრდებული ი. ფ-ს მეუღლე ნ. ხ., შვილი - ნ. ფ., ასევე ადვოკატები დ. ხ. და მ. ვ. "საქმე ეხება მოწმის მიმართ განხორციელებული მოსყიდვისა და მასზე განხორციელებული მუქარის შესაძლო ფაქტებს (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით). ანალოგიურ ფაქტზე, საქართველოს მთავარი პროკურატურა, ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის" საქმის ერთ - ერთი მოწმის წერილობითი განცხადების საფუძველზე, გამოძიებას აწარმოებს ჯერ კიდევ 2017 წლის 08 თებერვლიდან. მოწმე განცხადებაში მიუთითებდა, რომ ამავე საქმეზე მსჯავრდებული პირების ახლო ნათესავები, ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ მას ჰპირდებოდნენ დიდი ოდენობით თანხას. გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, კორტების სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ კვლავ მომართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და განაცხადა, რომ ამავე საქმეზე მსჯავრდებული ი.ფ.-ს ახლობლები ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით მასზე ახდენდნენ ზეწოლას. მოწმის სახით გამოკითხვისას, აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ მას შეხვდნენ მსჯავრდებულ ი.ფ.-ს მეუღლე ნ.ხ. და ერთ-ერთი შვილი, რომლებმაც უთხრეს, რომ მსჯავრდებულის სასარგებლოდ უნდა შეეცვალა ჩვენება და უნდა ეთქვა, რომ თითქოსდა შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდა და არაფერი დაუნახავს, ასევე თითქოს მსჯავრდებულ ი.ფ.-ს მამხილებელი ჩვენება მისცა პროკურატურის მხრიდან ზეწოლის შედეგად. სანაცვლოდ მას გადასცემდნენ 30 000 აშშ დოლარს და უზრუნველყოფდნენ მოწმის ქვეყნიდან გაყვანას. წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით. საქმეზე გრძელდება გამოძიება, მოწმის მიმართ განხორციელებული მოსყიდვისა და მასზე განხორციელებული მუქარის შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)