|
2017-09-08 03:52:41, 2577 ნახვა
მსოფლიო
ISIS-ის ე.წ. ომის მინისტრი გულმუროდ ხალიმოვი ლიკვიდირებულია
რუსეთის ავიაციამ სირიის ქალაქ დეირ-ეზ-ზორთან ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სამეთაურო პუნქტი დაბომბა, რის შედეგადაც დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაური დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაღუპული ISIS-ის ე.წ. ომის მინისტრი გულმუროდ ხალიმოვია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავიაიერიშებს სულ 40-მდე ისლამისტი ემსხვერპლა. უწყებაში აცხადებენ, რომ იერიში მას შემდეგ მიიტანეს, რაც მათთვის დაჯგუფების მეთაურების თათბირის ჩატარების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ცნობისთვის, გულმუროდ ხალიმოვი, მეტსახელად ალ-ტაჯიკი, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში 2015 წელს გაწევრიანდა. ტაჯიკეთში მას სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი და მასზე ძებნა გამოცხადდა. გასულ წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ხალიმოვის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 3 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა. ალ-ტაჯიკი „ისლამური სახელმწიფოს“ საველე მეთაური თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის შემდეგ გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)