|
2017-09-07 05:44:49, 2099 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: უკრაინამ კითხვაზე - რჩებოდა თუ არა ძალაში სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა, დადებითი პასუხი მიიღო
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნას პოლიტიკური საფუძველი აქვს, უსაფუძვლოა. მინისტრი განმარტავს, რომ უკრაინულმა მხარემ საქართველოს მომართა კითხვით - არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი ძალაში, რაზეც მინისტრის თქმით, დადებითი პასუხი მიიღო. „კიდევ ერთხელ თავის დაზღვევის მიზნით, გადაიგზავნა იგივე დოკუმენტები, რაც ადრე იყო გაგზავნილი. შესაბამისად, მორიგჯერ, უკრაინულ მხარეს აქვს მოთხოვნა განახლებული და იგივე დოკუმენტაცია. თქვენთვის ცნობილია, გუშინდელი და გუშინწინდელი კომუნიკაციებიდან, რომ უკრაინაში მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები, რაკი ჩვენგან შეიტყვეს, რომ სამართლებრივი ინტერესი კვლავ არის ძალაში. უკრაინული რისთვის არის ან არ არის მზად, ეს არ შეიძლება ქართულმა მხარემ წინასწარ იცოდეს. ეს შეიძლება იცოდეს მხოლოდ უკრაინულმა მხარემ. ბევრჯერ მითქვამს, რომ პოლიტიკოსობა არ არის იმუნიტეტი და თუკი რომელიმე მთავრობის წარმომადგენელი სჩადის ისეთ ფაქტებს, რომელიც შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც დანაშაული და იქნება კითხვები გამოძიებისგან, ვინც არ უნდა იყოს ის, ჩვენი მთავრობის წარმომადგენელი იქნება, თუ წინა ხელისუფლების, ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე", - განაცხადა წულუკიანმა. მინისტრი იზიარებს სოზარ სუბარის აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ კარგი იქნება სააკაშვილი მის სასამართლო პროცესებს თავად დაესწროს. "ეს არ არის მხოლოდ ბატონი სუბარის აზრი, არსებობს ჩანაწერი ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტები, რომელიც ამბობს, რომ ბრალდებულმა იმისთვის, რომ სრულად განახორციელოს სამართლიანი სამართლო უფლებიდან გამომდინარე მისი უფლებები, აჩვენოს რომ ის მართალია, კარგია, რომ ის არის სასამრთლოს დარბაზში. ეს არ გამოუგონია ბატონ სუბარს“, - განაცხადა წულუკიანმა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)