18:48 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-07 05:42:29, 2347 ნახვა

კომენტარი
სოზარ სუბარი: კარგი იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილი თავის სასამართლო პროცესებს დაესწრება

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის შეფასებით, კარგი იქნება თუ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის სასამართლო პროცესებს დაესწრება.

მისივე თქმით, ასე ყოფილი პრეზიდენტი თავს უკეთესად დაიცავს.

"ოთხი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ოთხივეზე მიდის გამოძიება. ზოგადად, ძალიან კარგია, როდესაც ადამიანი თვითონ დაესწრება სასამართლო პროცესს, ეს უკეთესია მისი დაცვისთვისაც, გამოძიებისთვისაც და კითხვებს პირდაპირ გაეცემა პასუხი. თუ გამოცხადდება, ეს გაცილებით უკეთესი იქნება. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, როდესაც ადამიანზეა აღძრული საქმე, მასზე გამოცხადებულია ძებნა, ეს ბუნებრივი პროცესია, ამაში რაიმე განსაკუთრებული არაფერი არაა. ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ ადრე თუ გვიან ყველა ადამიანი აგებს პასუხს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის", - განაცხადა სუბარმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics