|
2015-04-28 09:34:05, 456 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო-შვეიცარიას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
ბერნში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ხოლო შვეიცარიის კონფედერაციის დელეგაციას - საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჟორჟ მარტენი. უწყების ცნობით, პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში განხილულ იქნა საკითხთა ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავდა როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობას. გიგი გიგიაძემ მადლობა გადაუხადა შვეიცარიულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე განვითარების სფეროში წარმატებული თანამშრომლობისთვის. ყურადღება დაეთმო ცალკეულ სფეროებში (რეგიონთაშორისი კონტაქტები, ეკონომიკა, ენერგეტიკა, ბიზნესი, გარემოს დაცვა, განათლება და სხვა) თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. ამას გარდა, შვეიცარიული მხარე დაინტერესდა საქართველოს როლით და პოტენციალით არსებულ და დაგეგმილ რეგიონულ ენერგო და სატრანსპორტო პროექტებში. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პოზიციები და ხედვები რეგიონში შექმნილი ვითარებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობას. განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო) ფარგლებში საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის თანამშრომლობის ასპექტები. ბერნში ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის შეხვედრა შვეიცარიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, სენატორ ფილიპო ლომბარდისთან და შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის პოლიტიკურ დირექტორთან, ელჩ არტურ მათლისთან.
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
ტრამპი აშშ-ის წარმომადგენელს პუტინის ეკონომიკურ ფორუმზე სანქტ-პეტერბურგში გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)