|
2017-09-06 06:00:57, 2465 ნახვა
მსოფლიო
ნიკი ჰეილი: კიმ ჩენ ინი იმუქრება ბირთვული იარაღით, ის ომს ითხოვს
გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა ელჩმა ნიკი ჰეილიმ გაერო-ს მოუწოდა, ჩრდილოეთ კორეის მიმართ ყველაზე მკაცრი ზომები მიიღონ, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც ჰეილიმ აღნიშნა, აშშ არ ეძებს ომს, მათ შორის ჩრდილოეთ კორეასთან. „უშიშროების საბჭოში ის დრო დასრულდა, როცა ზომებს ნახევრად იღებდა. ახლა საჭიროა მივიღოთ ყველაზე მკაცრი ზომები. მოლაპარაკების დრო აღარ გვაქვს. ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ უკვე მოქმედებს რამდენიმე რეზოლუცია. კიდევ ერთი რეზოლუციის მიღებით ვითარებას ვერ შევცვლით. დროა, კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდეთ. კიმ ჩენ ინს არ ესმის ის პასუხისმგებლობა, თუ როგორ იყენებს ის ბოროტად რაკეტებს, თუ როგორ იმუქრება ბირთვული იარაღით, გვიჩვენებს, რომ ის ომს ითხოვს", - განაცხადა ნიკი ჰეილიმ. მედია საშუალების ინფორმაციით, გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული ბომბის გამოცდის გამო საგანგებო სხდომა გამართა. დაგეგმილია კიდევ ერთი სპეციალური რეზოლუციის პროექტის მიღებაც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)