|
2015-04-28 09:17:40, 480 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ივანიშვილს პოლიტიკაში აქტიური როლი აქვს და ეს ნათლად გამოჩნდა
„ივანიშვილს პოლიტიკაში აქტიური როლი აქვს, ეს ნათლად გამოჩნდა, ეს არ არის ტრადიციული ფორმა“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მაესტროს ცხრიანში“ განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ქვეყანა „ქართული ოცნების" პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ იმართება. „დღეს ქვეყანა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ იმართება, რომელშიც გადაწყვეტილებების მიღება ხან ერთი ფორმით ხდება, ხან მეორეთი, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქვეყანაში გადავდგათ ძალიან მკვეთრი ნაბიჯები დემოკრატიის გაღრმავებისკენ. მე მგონი, ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს აქტიური როლი პოლიტიკაში და ეს ნათლად გამოჩნდა, ეს არ არის ტრადიციული ფორმა. გამომდინარე იმ საჯარო განცხადებებიდან, რომელიც გაუკეთებია ბიძინა ივანიშვილს, იმ პროცესებიდან გამომდინარე, რომელშიც ჩართულა, თუნდაც ალასანიას გათავისუფლება და ეს ყველამ იცოდა, რომ ის ჩართული იყო. არის პოლიტიკური თემები, რომელშიც ის ერთვება, თუმცა ვერ გეტყვით რამდენად რეგულარულია ეს პროცესი, ეს „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე პროცესია“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
ტრამპი აშშ-ის წარმომადგენელს პუტინის ეკონომიკურ ფორუმზე სანქტ-პეტერბურგში გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)