|
2017-09-05 04:01:51, 1961 ნახვა
კომენტარი
ჯარჯი წიკლაური: ფაქტი ერთია - ბრალდება მკვლელობის მომზადების ნაწილში დადასტურდა
„ბრალდებულს შორენა თეთრუაშვილის მიმართ ამოძრავებდა სიძულვილი, მტრული განწყობა, შურისძიებაც იმ კუთხით, რომ მას დამაბრკოლებლად აღიქვამდა და ეს წითელ ხაზად გასდევს მთელ საქმეს“, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა მოსამართლის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომელმაც მუხლი გადააკვალიფიცირა და მამალაძე დამნაშავედ სცნო თეთრუაშვილის შურისძიებით მკვლელობის მომზადებაში. წიკლაურის თქმით, ბრალდება მკვლელობის მომზადების ნაწილში დადასტურდა. „ადვოკატებმა შეიძლება არ იცინიან თავად მცნება შურისძიების. ბრალდებულს შორენა თეთრუაშვილის მიმართ ამოძრავებდა სიძულვილი, მტრული განწყობა, შურისძიებაც იმ კუთხით, რომ მას დამაბრკოლებლად აღიქვამდა და ეს წითელ ხაზად გასდევს მთელ საქმეს. ეს არის უტყუარი ფაქტი, რასაც ვერც საზოგადოება და ვერც ბრალდებული ვერ უარყოფს“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. შეგახსენებთ, სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო - დეკანოზს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)