|
2017-09-05 03:54:21, 2226 ნახვა
სამართალი
მოსამართლემ მამა გიორგი მამალაძე დამნაშავედ შორენა თეთრუაშვილის შურისძიებით მკვლელობის მომზადებაში სცნო
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მამა გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადებაში გაამართლა და შურისძიებით მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ. ამის შესახებ ჟურნალისტებს მამა გიორგი მამალაძის სახაზინო ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა განუცხადა. ადვოკატის შეფასებით, მოსამართლის გადაწყვეტილება ალოგიკურია და საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს. „გაუგებარია, რა შურისძიება შეიძლება ამოძრავებდეს მამა გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მიმართ. დარწმუნებული ვარ, განაჩენში ეს დასაბუთება ვერ იქნება. არ მესმის, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა სასამართლო ამ გადაწყვეტილებამდე“, - აღნიშნა პაატა მეხრიშვილმა. გარდა ამისა, მოსამართლემ მამა გიორგი მამალაძე იარაღის უკანონოდ შენახვაში დამნაშავედ ცნო, თუმცა ვინაიდან მან შთანთქმის პრინციპი გამოიყენა, საბოლოო ჯამში დეკანოზს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. პაატა მეხრიშვილის განცხადებით, განაჩენის დასაბუთების ჩაბარების შემდეგ, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)