|
2017-09-05 02:33:10, 3177 ნახვა
რეგიონი
ხულოში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეს თურქული ვერტმფრენიც ჩაერთვება
ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო შტაბმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მუშაობა დილის 6 საათიდან განაახლა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძრის კერებთან მაშველთა ჯგუფი გავიდა. მათივე ცნობით, შავნაბადას მთაზე ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოებში დღეს თურქული ვერტმფრენიც ჩაერთვება. „ამ დროისთვის, ცეცხლის კერებთან უკვე შეყვანილია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთვება შსს-ს ვერტმფრენი. ნასოფლარის დასახლებასთან, მდინარე ჩუდურაულთან მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა წყლის ავზის შესაქმნელად, რათა ვერტმფრენმა წყლის აღება ყველაზე ახლომდებარე ადგილიდან შეძლოს“, - აცხადებენ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში. ამასთან, მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, თურქულ მხარესთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. "მაშველები გასულები არიან ხანძრის უშუალო კერებისაკენ. ხეობაში ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფი იმყოფება. დავიწყეთ გზის გაჭრა. შესაბამისად მიყვება მათ ჩვენი მაშველები. უშუალოდ ცეცხლთან მივა ჩვენი ტექნიკა და მიეცემა შესაძლებლობა, რომ ადგილზე უშუალოდ იმუშაონ. დღის განმავლობაში თუ ქარი არ ამოვარდება მოვახერხებთ ცეცხლის ლოკალიზებას. ვფიქრობ, ეს რესურსი საკმარისია. ჩვენ გუშინ ხანძრის კერები ვერტმფრენებიდან დავათვალიერეთ. ვერტმფრენით გადავსვით 30 მეხანძრე უშუალოდ რთულად მისასვლელ ადგილებთან, რამაც კარგი შედეგი გამოიღო", - აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ხულოში, შავნაბადას ტერიტორიაზე არსებულ ტყის მასივში ხანძარი 3 სექტემბერს გაჩნდა. ხანძრის კერები დაფიქსირებულია 4 ლოკაციაზე.
(NS)
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)