|
2017-09-04 12:27:39, 2063 ნახვა
კომენტარი
კალაძე: თბილისის რიონებში ახალგაზრდობის ცენტრები აშენდება
თბილისის რიონებში აშენდება ახალგაზრდობის ცენტრები, სადაც ახალგაზრდებს შემოქმედებით და სპორტულ ცხოვრებაში ჩაბმის შესაძლებლობაექნებათ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა თბილისის ყველა რაიონში, ახლებურად დაიგეგმება თბილისობა და სხვა კულტურული ღონისძებები. მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა საბავშვო ბაღების საჭიროებაზე და განაცხადა, რომ მომავალ წელს გაგრძელდება როგორც არსებული საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, ასევე, ახალი ბაღების მშენებლობა. „2012 წელს, საბავშვო ბაღების მიმართულებით განვახორციელეთ რეფორმა - საბავშვო ბაღები ბავშვებისთვის გახდა უფასო და ყოველწლიურად ბაღებში ბავშვების რაოდენობა მატულობს. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, თუმცა ჩვენ ამ მატებას უნდა დავხვდეთ მომზადებული. მერიამ, გასული წლების განმავლობაში, განახორციელა 12 საბავშვო ბაღის პროექტი, ათის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და მომავალ წელს უკვე დასრულებული იქნება. ჩვენ, მომავალ წელს, აუცილებლად გავაგრძელებთ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას და ახალი ბაღების მშენებლობას. დადგინდება მომსახურების ახალი, მაღალი სტანდარტი და მერია უზრუნველყოფს ამ სტანდარტის შესაბამისად მათ ავტორიზაციას“ - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)