18:21 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-04 12:21:34, 2180 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე თბილისში წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრის მიზნით,GWP-ს ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, დედაქალაში წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრის მიზნით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის”ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავს.

ამის შესახებ კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში, „სიცოცხლით სავსე ქალაქის“ განვითარების პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, წყალმომარაგება ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რომელიც თბილისსა და თბილისელებს აწუხებს და მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხის მოგვარება მერიის პირდაპირი საქმიანობა არ არის, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ პროცესში აქტიური ჩართულობაა საჭირო.

„უახლოეს პერიოდში ვგეგმავ,GWP-ის ხელმძღვანელობას შევხვდე და მომდევნო წლების გეგმებსგაგაცნობთ, თუ რას აპირებს ეს კომპანია, რა კონკრეტული პროექტები განხორციელდება და რა თანხები დაიხარჯება“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა და აღნიშნა, რომ უწყვეტი წყალმომარაგების პრობლემის სრულად გადაჭრას თბილისის ყველა უბანში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ირანის IRGC-ს გაწვრთნილი ტერორისტი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics