|
2017-09-04 10:29:20, 2683 ნახვა
სამართალი
მამა გიორგი მამალაძის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება
დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის საქმეზე განაჩენი ხვალ გახდება ცნობილი. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე ჩაინიშნა. ინფორმაციას მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ავრცელებს. „დიდი იმედი მაქვს ხვალ იზეიმებს სამართლიანობა და სამართალი და მამა გიორგი მამალაძე გამართლდება! დასრულდეს უნდა ამ ქვეყანაში უდანაშაულო ადამიანების დევნა! ხვალ 12:00-ზე გვეცოდინება პასუხი: გვაქვს თუ არა სამართლიანი სასამართლო ამ ქვეყანაში!“,-წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გიორგი ფანცულაია. შეგახსენებთ, მამა გიორგი მამალაძეს ბრალად ედება ანგარების მოტივით პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა. ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)