|
2015-04-27 17:12:13, 907 ნახვა
სამართალი
ხმაურთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია
ხმაურთან დაკავშირებით შესაძლოა ადმინისტრაციული სასჯელი დაწესდეს. ცვლილებას „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის თანახმად, დღის საათებში, 07:00-დან 23:00 საათამდე, თუ ხმაურის დონე 40 დბ-ს აღემატება, ამ შემთხვევაში ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი და დაწესებულება კი, 500 ლარით. ღამის საათებში, 23:00 დან 07:00 საათამდე, თუ ხმაურის დონე 30დბ-ს აღემატება, ფიზიკური პირი 100 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი და დაწესებულება ათასი ლარით. განმეორების შემთხვევაში კი, ჯარიმები გაორმაგდება. როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი, კანონპროექტის შემუშავება გასართობი და სხვა დაწესებულებებიდან მომდინარე ხმაურის შედეგად მოსახლეობაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის დარეგულირების საჭიროებამ განაპირობა. ამასთან, როგორც პროექტის ავტორი აცხადებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ხმაური , მისი ინტენსივობის გათვალისწინებით, სხვადასხვა დაავადებათა წყაროს წარმოადგენს. მაგალითად 100 დეციბელზე მაღალი ინტენსივობის ხმაური იწვევს სმენის დაქვეითებას, სრულ სიყრუემდე. ღამით, 50 დეციბელი ინტენსივობის ხმაურმა შეიძლება გამოიწვიოს გულსისხლძარღვთა დაავადება. 42 დბ ინტენსივობის ხმაური ავითარებს უძილობას, ხოლო 35დბ ხმაური საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანი ადვილად გაღიზიანებადი გახდეს.
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი
Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)