|
2017-09-02 09:08:08, 2825 ნახვა
კომენტარი
გიორგი ჭიღვარია: თვითმმართველობა, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ხალხთან
„თვითმმართველობა, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ხალხთან, ამიტომ ჩვენ ხალხთან ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქალაქის სწორი განვითარება“, - ამის შესახებ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ჭიღვარიამ, ჟურნალისტებს თვითმმართველობის არჩევნებში მისი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ განუცხადა. მერობის კანდიდატმა ქალაქის პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქუთაისი არის ევროპული ტიპის ქალაქი, რომელიც მიმზიდველი იქნება, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის და ტურისტებისთვის. „ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქუთაისი, ძლიერი ქუთაისი ძლიერი საქართველოსთვის“, - განაცხადა მან. გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერობის კანდიდატად დღეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. კანდიდატად წარდგენამდე ის ქუთაისის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)