|
2017-09-02 08:17:49, 2190 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ჩვენი ოცნებაა, შვილებს ჰქონდეთ ისეთი საქართველო, რომელიც საუკეთესო ქვეყანა იქნება მთელ მსოფლიოში
“ქვეყნის ძლიერება დამოკიდებულია ეკონომიკურ წინსვლაზე, დემოკრატიულ განვითარებაზე, ძლიერ თვითმმართველობაზე და მთლიანობაში, შემდგარი, თვითკმარი საზოგადოების მოტივაციაზე - აშენოს ქვეყანა, იყოს პროგრესის შემადგენელი ნაწილი”, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე საქართველოში თვითმმართველობის სწორად ორგანიზება და განვითარება მოხდეს, რადგან სწორედ ძლიერ თვითმმართველობაზეა დამოკიდებული ქვეყნის ძლიერება. მისივე განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს და მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის სრულყოფისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის, ასევე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. „ქართული ოცნება ეს არის გუნდი რომელიც ქმნის საქართველოს რეალობას - პერსპექტიულს და პროგრესულს. ჩვენი ოცნებაა, ჩვენს შვილებს ქონდეთ ისეთი საქართველო, რომელიც საუკეთესო ქვეყანა იქნება მთელს მსოფლიოში - მშვიდი, უზრუნველყოფილი და განვითარებული“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა. „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონული შეხვედრები და მერობის კანდიდატების წარდგენა დაიწყო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)