|
2017-09-01 07:25:44, 2127 ნახვა
კომენტარი
რამიშვილი: გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში საქართველოში არავინ არასდროს ვიქნებით დაცული
ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა მედიასთან განმარტა, თუ რაზე გაამახვილა დაცვის მხარემ ყურადღება საკუთარ დასკვნით სიტყვაში. რამიშვილის თქმით, მოსამართლეს საქმეში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. ადვოკატი ირწმუნება, რომ ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებები და მტკიცებულებები არ ასაბუთებს წაყენებული ბრალის საფუძვლიანობას. მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ციანიდი მამა გიორგი მამალაძეს ჩაუდეს. "უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, ჩვენებებიდან გამომდინარე, თუ იქნებოდა იქ ამდაგვარი ნივთიერება, წარმოუდგენელია, არ აღმოეჩინათ. შესაბამისად, არ იქნა აღმოჩენილი, რადგან არ არსებობდა და აღმოჩნდა მას შემდეგ, როცა ბარგის შესამოწმებლად დასჭირდათ 9 საათი. მიიღეს მითითებები, როგორ ემოქმედათ და შემდეგ აღმოაჩინეს ციანიდი. იმედი მაქვს, მოსამართლის გადაწყვეტილება დამოუკიდებელი და სამართლიანი იქნება. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მართლმსაჯულებისთვის კატასტროფა. მაშინ არავინ არასდროს ვიქნებით დაცული, რომ ჩვენი სიმართლე გვქონდეს", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. ჯერჯერობით მამა გიორგი მამალაძეს საბოლოო სიტყვა არ უთქვამს. უცნობია, მოესწრება თუ არა დღევანდელ პროცესზე ბრალდებულის სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით გამოსვლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)