|
2017-09-01 06:57:05, 2140 ნახვა
კომენტარი
პროკურორი: ადვოკატების მრავალსაათიანი გამოსვლა იყო მცდელობა, ბრალდებული უსამართლობის მსხვერპლად წარმოეჩინათ
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვით გამოსვლა დაასრულეს. ამ უფლებით 6-ვე ადვოკატმა ისარგებლა. როგორც პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მრავალსაათიან გამოსვლაში მათ ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ თითქოს მამა გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის თხოვნით ოქრომჭედლისთვის ეძებდა ციანიდს. მისივე თქმით, ადვოკატების გამოსვლაში იყო მცდელობა, ბრალდებული უსამართლობის მსხვერპლად წარმოეჩინათ. "კარგად ხვდებიან, რომ დადასტურდა ბრალდება, თუმცა საჯაროდ ქმნიან მოლოდინს, რომ ბრალდებული შეიძლება გამართლდეს", - აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა და დასძინა, რომ ადვოკატების დასკვნითი სიტყვები არ ეყრდნობა არავითარ მტკიცებულებებსა და არგუმენტებს. "მათ მხოლოდ ერთი მოწმე ჰყავდათ, მაშინ როდესაც ჩვენ დავკითხეთ 100-ზე მეტი ადამიანი. ისინი მხოლოდ დისკრედიტირებული და არასანდო მოწმის, ფირცხალავას ჩვენებას შეეცადნენ დაყრდნობოდნენ, რომელიც არაფრის მომცემია ამ საქმეში. არც გვქონია განსაკუთრებული მოლოდინი, რომ რაიმე არგუმენტებს შემოგვთავაზებდნენ", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)