|
2017-09-01 04:45:01, 2097 ნახვა
კომენტარი
გიორგი (ბახალა) გიორგანაშვილი: კუთვნილ ტელეფონს, რომელიც დაკავებისას ჩამომართვეს, დღემდე არ მიბრუნებენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე, პოლიციელები დაიკითხებიან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათ ჩაატარეს ჩხრეკა და ამოიღეს ნივთმტკიცება. თავად ბრალდებული კი, ამბობს, რომ აღნიშნულ პიროვნებებს ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ. „ვფიქრობ კითხვის ნიშნები უკვე გაუჩნდა მოსამართლეს, იმ მასალებიდან გამომდინარე რაც საქმეშია. ფოტოებიდან ვიცით ვინც არის ადამიანი, რომელმაც ჩხრეკა ჩაატარა, თუმცა ორი მოწმე ამტკიცებს, რომ მათ ამოიღეს ნივთმტკიცება ჯიბიდან. მათ ჩემი ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ“, - აღნიშნა გიორგი გიორგანაშვილმა. მან ასევე გაიხსენა პატიმრობაში ყოფნის ექვსთვიანი პერიოდი და განაცხადა, რომ მისი იზოლირება ხდებოდა. ამასთან, როგორც გიორგანაშვილმა აღნიშნა, დაკავებისას ჩამორთმეულ კუთვნილ ტელეფონს დღემდე არ უბრუნებენ. მსახიობი აცხადებს, რომ საქმეში არსებობს ყველა მტკიცებულება, რათა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)