|
2017-09-01 03:57:38, 2406 ნახვა
ეკონომიკა
დღეიდან EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა
დღეიდან ძალაში შევიდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ქვეყნებს შორის. პირველ ეტაპზე შეთანხმება ძალაში შევა საქართველოს, ნორვეგიასა და ისლანდიას შორის, ხოლო საქართველოს, შვეიცარიასა და ლიხტენშტაინის შორის ძალაში შევა შვეიცარიისა და ლიხტენშტაინის მიერ შეთანხმების რატიფიცირებიდან 3 თვის შემდეგ. საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას 2016 წლის 27 ივნისს ქ. ბერნში (შვეიცარიის კონფედერაცია) ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მინისტერიალის ფარგლებში მოეწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, EFTA-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასასრულებლად გათვალისწინებული იყო ოთხი რაუნდი, თუმცა მხარეებს შორის ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, მოლაპარაკებებები წარმატებით დასრულდა სამ რაუნდში. საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ სახელმწიფოებს (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოში არსებულ საწარმოებს საშუალებას მისცემს, რომ წარმოებული პროდუქტის დიდი ნაწილი სატარიფო ბარიერების გარეშე შეიტანონ დამატებით 14 მილიონიან, მაღალმსყიდველუნარიან ბაზარზე. შეთანხმება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქონლით ვაჭრობა, მომსახურებით ვაჭრობა, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები, წარმოშობის წესები, ვაჭრობის ხელშეწყობა და თანამშრომლობა საბაჟო საკითხებში, ინტელექტუალური საკუთრება, სახელმწიფო შესყიდვები, კონკურენცია, ვაჭრობაში დაცვითი ზომები და მდგრადი განვითარება. (NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)