|
2017-09-01 02:50:23, 2259 ნახვა
კომენტარი
პროკურორი დარწმუნებულია, რომ გიორგი მამალაძის მიმართ მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, საქმეზე საბოლოო ჯამში ასზე მეტი მოწმე დაიკითხა, გამოკვლეულია ათი ტომი წერილობითი მტკიცებულებები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, ასევე კომპიუტერის ექსპერტიზით აღდგენილია ფაილები, რომლებიც პროკურორის მტკიცებით, მამა გიორგი მამალაძის ბრალეულობას ადასტურებენ. შესაბამისად პროკურორი დარწმუნებულია, რომ მამა გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. „დაცვის მხარე აპელირებდა და სარგებლობდა იმით, რომ სასამართლო სხდომა დახურული იყო და მტკიცებულებების არასწორ ინტერპრეტირებას ახდენდა. ჩემთვის გაუგებარია, რაზე უნდა ისაუბროს დაცვის მხარემ, რა უნდა იყოს ის სიახლე, რომელსაც დაცვის მხარე მოსამართლეს მიაწვდის. დაცვის მხარემ მხოლოდ ერთი მოწმე წარადგინა - ირაკლი ფირცხალავა და მას არავითარ ფაქტობრივ გარემოებებზე არ უსაუბრია“, - აღნიშნა პროკურორმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)