|
2017-08-31 05:42:40, 2115 ნახვა
კომენტარი
გიორგი მღებრიშვილი: აბასთუმანში ვერტმფრენების გამოყენების აუცილებლობა ამ ეტაპზე აღარ არის
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმანში ვერტმფრენების გამოყენების საჭიროება აღარ არის. როგორც მინისტრმა განმარტა, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე 5 ვერტმფრენია მობილიზებული. “იმდენად რამდენადაც ცეცხლის ღია კერები ჩვენ აღარ გვაქვს ვერტმფრენების გამოყენების აუცილებლობა ამ ეტაპზე აღარ არის. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით შევაჩეროთ ვერტმფრენების მუშაობა, ხოლო თუ ეს გახდა საჭირო, 5 ვერტმფრენი მზადყოფნაში არის იმისთვის, რომ ისევ ჩაერთოს ხანძრის ქრობის პროცესში. ვიმედოვნებ, რომ ღია კერები ჩვენ უკვე აღარ გვექნება", - აღნიშნა მღებრიშვილმა. რაც შეეხება ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებულ გამოძიებას, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, გამოძიება პირველი დღიდან მიმდინარეობს. "გამოძიება პირველი დღიდან არის დაწყებული როდესაც ხანძარი გაჩნდა. ტარდებოდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. რადგან სრული ლიკვიდაცია გვაქს წაღვერის და ბორჯომის ხეობაში ადგილზე არიან ჩასულნი გამომძიებლები, ერთი ჯგუფი არის შესული ტყეში და ათვალიერებენ შემთხვევის ადგილს“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)