13:39 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-31 05:19:36, 2383 ნახვა

მსოფლიო
ტეხასის შტატში მდებარე ქიმიურ ქარხანაში 2 აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები

ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში, სადაც სტიქიას ებრძვიან, ქიმიურ ქარხანაში 2 აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ქარხნის ტერიტორიის თავზე კვამლია.

ქარხნის ადმინისტრაციით თქმით, წყალდიდობის შედეგად შენობა დაიტბორა, რამაც ტექნიკის გაუმართაობა გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, გაჟნა ისეთმა ნივთიერებებმა, რაც დაბალ ტემპერატურაში უნდა ინახებოდეს. გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი მოსახლეობას შესაძლო აფეთქების შესახებ აფრთხილებდნენ.

მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის არის შერიფის მოადგილე, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც BBC წერს, ინციდენტი ადგილობრივი დროით 02:00 საათზე მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში მოსახლეობა სტიქიას უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძვის. ქარიშხალ "ჰარვის" 33 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით ათასი ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი და ისინი თავშესაფარში არიან გადაყვანილი. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - დრო გადამწყვეტი ფაქტორია
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics