|
2017-08-31 03:30:11, 2159 ნახვა
კომენტარი
შს მინისტრი: ვფიქრობ, რომ დღის ბოლომდე ხანძარი ლოკალიზებული იქნება
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ვარაუდობს, რომ აბასთუმანში ხანძარი დღის ბოლომდე იქნება ლოკალიზებული. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ადგილზე ცოცხალი ძალა 1 500-მდე ადამიანის სახით არის წარმოდგენილი, მათ შორის 1 200 ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელია. მისივე ინფორმაციით, აბასთუმანში 5 ვერტმფრენი უკვე მუშაობს და ქრობის პროცესში უკრაინული თვითმფრინავიც ჩაერთვება. "ცეცხლის ყველა ღია კერა ჩამქრალია. ძალიან ეფექტურად მუშაობს ავიაცია და რა თქმა უნდა ცოცხალი ძალაც. გვაქვს აწყობილი სრულად კავშირგაბმულობა. პირდაპირი კავშირი აქვს ხმელეთს ავიაციასთან და ვერტმფრენებთან, რომლებსაც კონკრეტულ კოორდინატებს აძლევენ თუ სად უნდა დაისხას წყალი. ვფიქრობ, რომ დღის ბოლომდე, თუკი ამინდი ხელს შეგვიწყობს ხანძარი ფაქტიურად ლოკალიზებული იქნება. 5 ვერტმფრენი მუშაობს უკვე და ასევე ჩაერთვება სულ მალე უკრაინული თვითმფრინავიც. ცოცხალი ძალა დაახლოებით 1 500-მდე ადამიანის სახით არის წარმოდგენილი, აქედან 1 200 ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელია, დანარჩენები კი, ადგილობრივი მოხალისეები არიან. მათ ძალიან კარგად იციან ლანდშაფტი, ამიტომ ძალიან მხარში გვიდგანან და მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)