|
2017-08-31 01:45:00, 2193 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ალბათ, ძალიან მალე მოვახდენთ აბასთუმანში ხანძრის ლოკალიზებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აბასთუმანში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა. პრემიერის თქმით, ამ დროისთვის ათასზე მეტი ახალი ძალაა ჩართული სტიქიის წინააღმდეგ ოპერაციაში, მუშაობს ასევე ავიაცია და სასაზღვრო ძალების ვერტმფრენი. კვირიკაშვილი ვარაუდობს, რომ ცეცხლის ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება. „ამ ეტაპზე კომპანია "თუშეთიოს" ვერტმფრენი ეხმარება მას. ასევე, უკვე ადგილზეა ორი თურქული ვერტმფრენი, უკრაინიდან თვითმფრინავი, აზერბაიჯანის ვერტმფრენი,. რამდენადაც ვიცი, ირანთან მიდის მოლაპარაკება, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინიც დაგვეხმარებიან, ასე, რომ რა თქ,ა უნდა, სტიქიას ძნელია გაუკეთო პროგნოზირება ზუსტად, მაგრამ თუ კლიმატური პირობები ხელს შეგვიწყობს, ალბათ, ძალიან მალე მოვახდენთ ცეცხლის ლოკალიზებას და საბოლოოდ ჩავაქრობთ ცეცხლს”,-აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)