|
2017-08-28 06:12:26, 2140 ნახვა
კომენტარი
მღებრიშვილი: ბორჯომის ხეობაში ტორფი იწვის, არის დაკვამლიანება - პანიკის საფუძველი არ არის
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილი განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ღია ცეცხლის კერები არ არის. მინისტრის თქმით, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს. "მინდა, სიცხადე შევიტანო ამ საკითხებში. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს ობიექტური ინფორმაცია. ჩვენ ზონაში ვრჩებით, რათა ნიადაგი დავამუშაოთ, ნიადაგი არის ტორფინი, არის ნახანძრალი. ცოცხალი ძალა ზონაში რჩება, თუკი სადმე დაკვამლიანებას შევნიშნავთ დავამუშაოთ. ღია ცეცხლი კერა არ გვაქვს. საფრთხე იმისა, რომ სადმე ღია კერა გაჩნდეს, არ არსებობს, რადგან მთელ ტყეში ყველაზე სარისკო ადგილებში იმყოფება ჩვენი ცოცხალი ძალაში, ასე რომ პანიკის საფუძველი არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აქ სწორედ იმიტომ ვრჩებით, რომ დავამუშაოთ. ტორფი იწვის, არის დაკვამლიანება, საგანგაშო არაფერი არ არის. არსებობს ისეთი ადგილი, სადაც ჩვენ ფეხით ვერ მივდიოდეთ. საფრთხე იმისა, რომ ღია ცეცხლი იყოს და მისი ლოკალიზება, ან ლიკვიდაცია ვერ მოვახდინოთ, არ არის. იწვის ტორფი, არის დაკვამლიანება", - აღნიშნა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)