|
2017-08-28 04:40:26, 2212 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: მინდა მადლობა გადავუხადო პატრიარქს, იმისათვის, რომ მან სტიქიის ბედნიერად დასრულებისთვის ილოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პატრიარქმს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ლოცვა-კურთხევით ბორჯომის სტიქიამ უმსხვერპლოდ ჩაიარა. პრემიერმა პატრიარქს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა. "მინდა, მოგილოცოთ მთელი გულით მარიამობის ულამაზესი დღესასწაული. მინდა, გისურვოთ ერთიანობა, ბევრი სიხარული ჩვენი ოჯახების გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და გამთლიანება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს, იმისათვის, რომ მან ილოცა სტიქიის ბედნიერად დასრულებისთვის. მისი ლოცვითა და მისი კურთხევით, ჩვენ უმსხვერპლოდ დავასრულეთ ეს ძალიან რთული დღეები. გუშინდელი დღეც მადლობა ღმერთს, რომ უმსხვერპლოდ დასრულდა, მე მხედველობაში მაქვს ვერტმფრენის კატასტროფას. მინდა, მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ის ყოველდღე, ყოველწუთიერად ლოცულობს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და გამთლიანებისათვის, მთელი ერი მისი მადლობელია. მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)