|
2015-04-27 10:15:12, 361 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: არ არის დიდი ცოდვა, თუ ტელევიზია ამა თუ იმ პოლიტიკური გუნდის ინტერესს ატარებს
„არ არის დიდი ცოდვა , თუ ტელევიზია ამა თუ იმ პოლიტიკური გუნდის ინტერესს ატარებს“,-ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა კვირის 20/30-თან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მედიაორგანიზაციისთვის ყველაზე დიდი ცოდვაა, როცა სიცრუეს ტირაჟირებს. „პოლიტიკური გავლენები არ არის დიდი უბედურება. თუ ჩვენ ვიცით და ვაცხადებთ ამის შესახებ. ეს მედია საშუალებების მებატონეების თუ მოქალქეობრივი ადგილის თუ დამოკიდებულების საქმეა ჩავთვალოთ. ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი "რუსთავი ორის" შემთხვევაში, როდესაც ის გახლავთ პრაქტიკულად პარტიული ტელევიზია. ეს არ არის დიდი ცოდვა. ყველაზე ცოდვა გახლავთ ის, რომ მედიასაშუალებებში სიცრუე არ უნდა იყოს. რაც არის და როგორც არის განვითარებულ სახელმწიფოებში, ხშირად ნახავთ, რომ ერთი პარტიის გემოვნებაზეა მედიასაშუალება მორგებული და მის აგიტაციას უფრო მეტად ახერხებს. შეიძლება არსებობდეს სხვა ტელევიზია, რომელიც სხვის აგიტაციას ახერხებს, მაგრამ ყველა შემთვევაში მსმენელმა და მკითხველმა იცის, რომ ეს მედიასაშუალებები არ ცრუობენ. ჩვენ ამისგან არ ვართ დაზღვეული და ამის, საუბედუროდ, ძირითადი წამყვანი ძალა კვლავ გახლავთ "რუსთავი 2" და "ტაბულა". ეს არის ის, რაც შემორჩა „ნაციონალურ მოძრაობას“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
ტრამპი აშშ-ის წარმომადგენელს პუტინის ეკონომიკურ ფორუმზე სანქტ-პეტერბურგში გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)