09:56 - 22 May, 2026
|
2015-04-25 17:44:32, 539 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი ნეპალში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნეპალში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. „გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას ნეპალში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც 600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ უაღრესად მძიმე წუთებში თანაგრძნობასა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ნეპალელ ხალხს“,- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. შეგახსენებთ, ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს მახლობლად ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დაზუსტებული მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 7.9 ბალს შეადგენდა. ბოლო მონაცემებით ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 800-ს გადააჭარბა.
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
ტრამპი აშშ-ის წარმომადგენელს პუტინის ეკონომიკურ ფორუმზე სანქტ-პეტერბურგში გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)