|
2017-08-18 13:01:03, 2684 ნახვა
მსოფლიო
BBC-ის წამყვანი სააკაშვილს: თქვენ არ ხართ უკრაინელი, თქვენ ქართველი ხართ - რასაც გასცემ, იმას მოიმკი
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა BBC-ის გადაცემა Hard Talk-ში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ საპარლამენტო არჩევნების მოგებაზე, არჩევნებისთვის რუსეთიდან ორი მილიარდი დოლარის მოზიდვაზე და ამ პროცესში ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის ინტერესებზეც ისაუბრა. აღნიშნულის შემდეგ წამყვანმა სტივენ საკურმა სააკაშვილს გაახსენა, რომ თავის დროზე მან მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს ჩამოართვა. "რასაც გასცემ იმას მოიმკი (What goes around, comes around)", - აღნიშნა წამყვანმა. სააკაშვილის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობა ავტომატურად დაკარგა, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით, როდესაც პირი სხვა ქვეყნის მოქალაქე ხდება, ის ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობას კარგავს. "ივანიშვილი არავის გაუძევებია ქვეყნიდან. არავინ მოექცა მას ისე, როგორც მე მომექცა პოროშენკო, როგორც მე გავაძევეს უკრაინიდან", - დასძინა სააკაშვილმა. ინტერვიუში სააკაშვილმა რამდენჯერმე გააკრიტიკა პოროშენკო, თუმცა წამყვანმა გაახსენა, რომ სწორედ პოროშენკომ დაპატიჟა ის უკრაინაში 2015 წელს. "თქვენ ბევრი მტერი გყავთ უკრაინაში. სულ აკრიტიკებთ პოროშენკოს. მაგრამ თქვენ ხომ მეგობრები იყავით, სწორედ მან მიგიწვიათ უკრაინაში 2015 წელს. თქვენ არ ხართ უკრაინელი, თქვენ ქართველი ხართ", - მიმართა საკურმა სააკაშვილს. ინტერვიუს ბოლოს სამყვანი დაინტერესდა, ერთი წლის შემდეგ, რომ მოვინდომოთ ინტერვიუს განმეორება სად იქნება მიხეილ სააკაშვილი? ციხეში თუ პოლიტიკაში?! ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მაინც გაიმარჯვებს და ყველა დარწმუნებდება, რომ სიმართლეს ამბობდა. "აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამას ყველა ნახავს. ყველა დარწმუნდება, რომ რასაც ყოველთვის ვამბობდი სიმართლე იყო და ყველაფერი ასრულდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ინტერვიუს გაგრზელების სესაძლებლობა გვექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ციხეში ვიქნები. ვიმედოვნებ, რომ 1 წლის შემდეგ ჩვენი ინტერვიუ განმეორდება", - განაცხადა სააკაშვილმა, რასაც წამყვანი დაეთანხმა.
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - დრო გადამწყვეტი ფაქტორია
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)