|
2017-08-17 11:55:17, 733 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბავშვებთან ერთად საადრეო ყურძნის რთველში ჩაერთო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში, გვარაში აგროსერვის ცენტრის ვაზის სანერგე მეურნეობაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებთან ერთად საადრეო ყურძნის მოსავლის აღებაში ჩაერთო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად რთველში სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე მონაწილეობდნენ. „დღეს ჩვენ ვიმყოფებით აგროსერვის ცენტრში, ქობულეთში, სადაც ბავშვებთან ერთად ჩავერთეთ ყურძნის კრეფის პროცესში. ამ ტერიტორიაზე გვაქვს დაახლოებით 32 ჯიშის ყურძენი, მათ შორის სასუფრე და საღვინე ჯიშები. ასევე, აჭარისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ჯიშები, როგორიც არის ცოლიკაური, ჩხავერი და ა.შ. ეს ნამდვილად წარმატებული პროექტია და დღევანდელი დღეც ემსახურება ჩვენი რეგიონის პოპულარიზაციას. ტურისტულად აქტიურ სეზონზე სასურველია ადგილობრივი პროდუქტი მეტად იყოს წარმოდგენილი ბაზარზე," - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. მათივე ინფორმაციით, სანერგე მეურნეობაში 11 სასუფრე ჯიშის ვაზია გაშენებული. სასუფრე ჯიშის ყურძენი კარდინალი და პრიმა - საადრეო ჯიშისაა და აგვისტოში მწიფდება. შემოდგომაზე გვარა-ხუცუბნის სანერგეში საღვინე ჯიშის ყურძნის აღებაც დაიწყება. სულ სანერგეში 19 საღვინე ჯიშის ვაზია გაადგილებული, მათ შორისაა ცოლიკაური, ჩხავერი, ციცქა, ოჯალეში, ტაძიგურა, ბათუმურა და სხვა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა.ა.ი.პ. აგროსერვის ცენტრის ვაზის სანერგე მეურნეობა 2013 წელს გაშენდა, სადაც სასუფრე-საღვინე ყურძნის 32 ჯიშია დარგული. ამავე ტერიტორიაზეა განთავსებული ღვინის სახლი, რომელსაც ტურისტული ობიექტის სტატუსი აქვს. ქობულეთიდან 10 წუთის სავალზე მდებარე ღვინის სახლი და სანერგე მეურნეობა სტუმრებს საშუალებას აძლევს ადგილზე დააგემოვნონ და შეიძინონ საქართველოში წარმოებული სხვადასხვა სახის ღვინო. ღვინის სახლის სერვისებში შედის ტური ამავე ტერიტორიაზე არსებულ ხეხილისა და ვაზის სანერგე მეურნეობაში, ასევე ღვინის დაყენების ტექნოლოგიების გაცნობა და ღვინის დეგუსტაცია. (NS)
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)