|
2017-08-15 14:00:25, 2574 ნახვა
კომენტარი
დოლიძე Страна.ua-ს აუდიოჩანაწერზე: მღებრიშვილმა ძალიან ნათლად განაცხადა, რასთან გვაქვს საქმე
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სტრანა უა-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა. როგორც დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის აბსოლუტურად საკმარისია შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის კომენტარი. "ჩემთვის შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარი არის აბსოლუტურად საკმარისი. ვფიქრობ, რომ მან ძალიან ნათლად განაცხადა იმის თაობაზე, თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ მე, არანაირი ეჭვის საფუძველი იმისა, რომ ვიღაცას შესაძლებელია, რომ ჰქონდეს, ნამდვილად არ მაქვს. მითუმეტეს გიორგი მღებრისთვილთან დაკავშირებით", - განაცხადა დოლიძემ. ცნობისთვის, Страна.ua-მ გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, სადაც რუსი პრანკერები ამბობენ, რომ თითქოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრის არსენ ავაკოვის სახელით დაურეკეს. შსს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. უწყების პრესსამსახურის განმარტებით, უკრაინის შს მინისტრსა და გიორგი მღებრიშვილს შორის სატელეფონო საუბარი არ შემდგარა. აღნიშნულს პირადად შს მინისტრიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერი მხოლოდ ანტიპიარია, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხელისუფლების წინააღმდეგ იყენებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)