13:33 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-15 11:53:53, 2672 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: ვაპირებ, უკრაინის საზღვარი ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს გავლით გადავკვეთო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უკრაინაში დაბრუნებას აპირებს და აღნიშნა, რომ რომ საზღვარს ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს გავლით გადაკვეთს.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა "ტელეარხ 24-ის" ეთერში განაცხადა.

უკრაინაში დავბრუნდები. სხვა საცხოვრებელი ადგილი მე არ მაქვს. ჩემი ნივთებიც კი, უკრაინაშია. ჩემი მეგობრებისა და იმ პარტიის წევრთა უმრავლესობა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, უკრაინაში არიან. ზეგ დავასახელებ უკრაინაში დაბრუნების კონკრეტულ თარიღს. ავიღე უკრაინელების დაცვაზე პასუხისმგებლობა. ეს პოროშენკოს და ოლიგარქებს არ სურთ. მე მათი არ მეშინია. ვსაუბრობ ევროპულ მედიასთან. მაქვს შეხვედრები ევროპელ პოლიტიკოსებთან. მათ მოვუწოდებ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის მხარდაჭერისკენ. ჩემი უახლოესი გეგმები უკრაინას უკავშირდება. უკრაინა ოლიგარქებისგან უნდა გავათავისუფლო", - განაცხადა მიხელ სააკაშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ ამასთან, 16 აგვისტოს, 19:30 საათზე, პირდაპირ ეთერში სააკაშვილი „უკრაინაში დაბრუნებისა და უკრაინელებისთვის უკრაინის დაბრუნების გეგმას“ გააჟღერებს. 

ცნობისთვის, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის ევგენი ენინის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას მხოლოდ  ვიზის აღების შემთხვევაში შეძლებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტი ამჟამად უნგრეთში უმცროს ვაჟთან ნიკოლოზთან ერთად იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ  სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა  26  ივლისს დაკარგა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - დრო გადამწყვეტი ფაქტორია
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics